სიახლეები
სკოლები

„წინ ევროპისკენ!“ - ​კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება აღნიშნეს
15-12-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საზეიმოდ აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დიდი პლაკატი შექმნეს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დახატეს, ნიშნად იმისა, რომ საქართველო ევროპაა!

ბავშვებმა, ხელებზეც დაიხატეს დროშები, ერთმანეთს დიდი სიამაყით მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი სიახლე და ნიკო ნიკოლაძის სიტყვები გაიხსენეს - „ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად თვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს“. 

სკოლაში, დიდი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სიტყვების ციტირებასაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“. 

„კოხტის საჯარო სკოლა ულოცავს სრულიად საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! წინ ევროპისკენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება