სიახლეები
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის V-VI კლასების მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნებას ღონისძიება მიუძღვნეს
15-12-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, V-VI კლასების ერთობლივი კომპოზიცია „ფერადი შემოდგომა მიდის“ გაიმართა. კომპოზიციის ავტორი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბაია თავაძე გახლდათ. კონსულტანტ-მასწავლებელი კი მე-5 კლასის დამრიგებელი მაია დადვანი.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულოდ მორთულმა სცენამ საშემოდგომო ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი სილამაზე შესძინა.

სასცენო დეკორაციების ავტორი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-5 კლასის ქართულის მასწავლებელი თამუნა ავალიანი იყო, ღონისძიებას მუსიკალურად კი მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი აფორმებდა.

ეს დღე საინტერესო, ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და მათ მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება