სიახლეები
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შიდასასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
15-12-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა შიდასასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, ასევე მსმენელის წინაშე წარდგენისა და ცოდნის გაზიარების გამოცდილების მიღება იყო.

მოსწავლე-მასწავლებლების ერთთვიანი თანამშრომლობითი მუშაობის პროცესი ინფორმაციის მოძიებასა და დახარისხებას, რეფერატებისა და პრეზენტაციების შექმნას, საბოლოოდ კი აუდიტორიის წინაშე მათ წარდგენას მოიცავდა.

კონფერენცია შემდეგი დღისწესრიგით წარიმართა:

კონფერენციის გახსნა: 11:00-11:15

11:15 - 11:25
თემა: „ატმოსფეროს შემადგენლობა“;
მომხსენებლები: გოგა სოროზანიშვილი, თომა და გელა ლომთათიძეები - VIII კლასი;
ხელმძღვანელი: ფიზიკის პედაგოგი - მაია ჩხიკვაძე.

11:25-11:35
თემა: „მიკროპლასტმასა“;
მომხსენებელი: ლორენა გოგიტიძე - X კლასი;
ხელმძღვანელი: ფიზიკის პედაგოგი - მაია ჩხიკვაძე.

11:35-11:45
თემა: „ადამიანი და გარემო“ (სათბურის ეფექტი და გლობალური დათბობა, ოზონის შრის შემცირება, მჟავა წვიმები);
მომხსენებელი: მარიამ ეზიეშვილი - IX კლასი;
ხელმძღვანელი: ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი - გიორგი ზამბახიძე.

11:45 - 11:55
თემა: „ბიოტექნოლოგია - მომავლის საფრთხე თუ გარანტია?!“;
მომხსენებლები: ლუკა და დიმა ლომთათიძეები - XI კლასი;
ხელმძღვანელი: ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი - გიორგი ზამბახიძე.

11:55 - 12:00 - კონფერენციის დახურვა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - გელა ეზიეშვილმა მოსწავლეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა. ასევე, საუკეთესო მოხსენების ავტორებიც გამოვლიდნენ, რომლებსაც ორგანიზატორებისაგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება