სიახლეები
სკოლები

ბებნისის საჯარო სკოლასა და მეწარმე მოსწავლეებს ხის საჭრელი დანადგარი გადაეცემა
15-12-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა. 

სკოლა „სკოლა-ბიზნეს ფორუმში“ ჩაერთო, სადაც ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო „ენლილის“ შემქმნელმა და მფლობელმა ბადრი ციქუბაძემ დაუჭირა მხარი. ის სკოლას ტექნიკური მატერიალური ბაზით დაეხმარება - ხის მასალასა და ხის საჭრელ დანადგარს გადასცემს.

სკოლაში ეს ყველაფერი ახარებთ და ბადრი ციქუბაძის შესახებ ინფორმაციას გვიზიარებენ.

„მეწარმეობა ბოულინგის თამაშს გავს. სტრაიკებით მიღებული ადრენალინი გავიწყებს, რომ პერიოდულად უნდა შეჩერდე და სტრტეგიას გადახედო,- ამბობს ბადრი ციქუბაძე. ბადრი გორის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის ჩირის ინოვაციური საშრობის საწარმო ენლილის“ შემქმნელი და მფლობელია.
„ენლილის" ჩირის საშრობი ჭკვიანი მოწყობილობაა, რომელიც ადაპტირებულია ხილის, ბოსტნეულის, ჩურჩხელისა თუ ტყლაპის შრობის რეჟიმზე. საშრობის ტემპერატურა და ტენიანობა სენსორულად კონტროლდება. ბადრი ასევე მუშაობს თევზისა და ხორცის გაშრობის ინტეგრირებაზე, რაზეც მოთხოვნა ასევე მზარდია. მან ბებნისის სკოლა აირჩია და და მხარი დაგვიჭირა.
ბატონი ბადრი სკოლას ტექნიკური მატერიალური ბაზით დაეხმარება. გადმოგვცემს ხის მასალას და ხის საჭრელ დანადგარს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი წარმოება ფართო საზოგადოებას გავაცნოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება