სიახლეები
სიახლეები

2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გაიზარდა განათლების სამინისტროს დაფინანსება
15-12-2023
-
+


პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 83 ხმით მიიღეს.

აბიუჯეტო პროექტის საბოლოო ვარიანტი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 13 დეკემბერს წარადგინა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 8,0 მლნ ლარით და შეადგენს 2 508,0 მლნ ლარს. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადასვლით.

  • სკოლამდელი და ზოგადი განათლება- 1 575,0 მლნ ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით.

ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 61,0 მლნ ლარამდე პირველკლასელი და წარჩინებული მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად;

  • პროფესიული განათლება - 113,0 მლნ ლარი;
  • უმაღლესი განათლება - 166,3 მლნ ლარი;
  • მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 78,2 მლნ ლარი;
  • ინკლუზიური განათლება - 56,2 მლნ ლარი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება - 424,2 მლნ ლარი. მათ შორის: 
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 333,0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია469,0 მლნ ლარზე მეტი);
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 15,0 მლნ ლარი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება