სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ
15-12-2023
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში საინტერესო აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, ხელოვნების მასწავლებელმა - ანა ანდრიაშვილმა, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან, სხვადასხვა სახის აქტივობა დაგეგმა და განახორციელა.

ის ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თანამშრომლობდა ყვარლის ევროატლანტიკურ ცენტრთან. მის ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეები ნიდერლანდების ელჩს შეხვდნენ, სადაც დისკუსია გაიმართა. ბავშვები აღნიშნულ დისკუსიაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

კვირეულის ფარგლებში, ასევე, ბავშვები, სისხლის სამართლის სპეციალისტის - ლაშა ცუცქირიძის საჯარო ლექციას - „ადამიანის უფლებები პოლიციაში გამოკითხვისას“ დაესწრნენ. მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება