სიახლეები
სკოლები

საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში
15-12-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებით და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა - მაია ქობულიამ, მე-3 კლასში საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს, მინი კვლევის საფუძველზე, ჯანსაღი ცხოვრების მთავარი წესები და გააკეთეს საინფორმაციო ბუკლეტები.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის დროს მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ რატომ  და როგორ უნდა იზრუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები გაეცნენ სხვადასხვა რესურსს, ნახეს შესაბამისი ვიდეოფილმი და ბოლოს თავიანთი ცოდნა გამოხატეს ვიქტორინის - „ვინ უკეთ იცნობს ჯანსაღი ცხოვრების წესს“,  ჯგუფური მუშაობის დროს.

მასწავლებელმა საინტერესო აქტივობების შემდეგ, მოსწავლეები გაკვეთილის თემიდან გამომდინარე დააჯილდოვა მწვანე ვაშლებით და სამახსოვრო ჯანსაღი გულების სტიკერებით. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე, გ.ჩიხლაძე და სხვადასხვა კათედრების წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება