მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
სკოლაში აქტიურად გრძელდება პროექტი - „სწორად შერჩეული პროფესია სწორად დაგეგმილი კარიერაა“.
პროექტის ფარგლებში, გაიმართა მორიგი აქტივობა, სადაც სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მიიწვიეს.
სტუმრებმა, მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება, პროფესიის დეტალური გაცნობის მიზნით, გაუზიარეს და მათ კონკრეტულ სპეციალობაზე საჭირო და საინტერესო ინფორმაცია გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ