სიახლეები
სკოლები

„ეპოქსიდისგან დამზადებული ნივთების წარმოება“ - ბებნისის საჯარო სკოლა საინტერესო პროექტს იწყებს
18-12-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში მეწარმეობის უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.

ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც სკოლა დღემდე აქტიურად ახორციელებს, ესენია: 

  • სურნელოვანი სანთლების წარმოება;
  • ბიო ცაცხვის ჩაის წარმოება;
  • ეკო საძერწი ცომის წარმოება. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს არასრული ჩამონათვალია, იმ პროექტებისა, რომლებიც წარმატებით გაგრძელდება, მხარდაჭერილი და დაფინანსებული იქნება კერძო სექტორის მიერ.

აღსანიშნავია, რომ ახალი წლიდან სკოლა გეგმავს და იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეპოქსიდისგან დამზადებულ ნივთებს და აქსესუარებს შემოგვთავაზებენ. 

ბებნისის სკოლა, რომ ძალიან კარგ, ბევრ და სასიამოვნო სიახლეებს ჰპირდება სასკოლო საზოგადოებას, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც სკოლის გულშემატკივრები არიან.

სკოლა, სწორედ, მხარდამჭერ და გვერდშიმდგომ ადამიანებზე: გელა შოშიაშვილსა და მერაბ ჯაჩზე, დიდი პატივისცემით, გვიყვება.

გელა და მერაბი არიან დამფუძნებლები შპს - „ჯი ემ გაზის“, რომელიც 2022 წლის მაისის თვიდან ფუნქციონირებს. სწორედ მათი თანადაფინანსებით დაიწყება სკოლაში ახალი პროექტი, რომელიც ეპოქსიდისგან დამზადებული ნივთების წარმოებას გულისხმობს. 

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლას ფინანსურ დახმარებას უწევენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ცდილობენ მხარი დაუჭირონ მეწარმე მოსწავლეებს სამეწარმეო უნარების განვითარებაში.

აღვნიშნავია, რომ „ჯი ემ გაზის“, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გელა შოშიაშვილი ამავე  სკოლის კურსდამთავრებულია და ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სკოლა 14 დეკემბერს გამართულ „სკოლა-ბიზნეს ფორუმზე“ დააფინანსა. 

პროექტი მიმდიანარეობს სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. 

სკოლა ეპოქსიდით დამზადებული ნივთების ფოტოებს გვიზიარებს, რომელთა დამზადების ხელოვნებას მოსწავლეები სულ მალე დაეუფლებიან. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება