სიახლეები
სკოლები

შთამბეჭდავი საჩვენებელი გაკვეთილი წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 
18-12-2023
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-9 კლასში, დირექტორისა და მასწავლებელის - მაია ქობულიას ხელმძღვანელობით, ისტორიის საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მთავარი სამიზნე ცნება იყო - ისტორიული მოვლენა/პროცესი.  

მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს, რომლის თემაც იყო - „მე-19 საუკუნის მსოფლიოს მთავარი ისტორიული მოვლენები“.

ასევე, მოსწავლეთა ხუთმა ჯგუფმა მათთვის საინტერესო ქვეყნებსა და თემებზე ისტორიული ეპოქის სურათები წარადგინა, მთავარი მახასიათებლები გამოკვეთეს და პარალელები თანამედროვეობასთან გაავლეს. 

მეცხრეკლასელებმა სხვადასხვა ისტორიული პროცესის შეფასების დროს, სახელმწიფოების განვითარებასთან ერთად, ეპოქის უნიკალურობა, კონკრეტული მაგალითების მოშველიებით წამოაჩინეს. მაგალითად, სხვა ქვეყნებზე საფრანგეთის რევოლუციისა და იტალიის განმათავისუფლებელი ბრძოლის გავლენაზე ისაუბრეს. მათ მე-19 საუკუნის საქართველოში ილიას და მისი დასის საქმიანობაც განიხილეს. 

ნამუშევრების შეფასების დროს, მასწავლებელმა მაია ქობულიამ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა შეფასების რუბრიკის მთავარი მოთხოვნები და საინტერესო ნამუშევრების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაკვეთილის ბოლოს, მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩატარდა მინი ვიქტორინა, სადაც წარმოდგენილი იყო ქვიზი თემაზე: „ვინ უკეთ იცნობს მსოფლიო ისტორიას“. აღნიშნულ ვიქტორინაში მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი სნჯოიანმა გაიმარჯვა.

ისტორიის მასწავლებელმა მაია ქობულიამ გამარჯვებულს წიგნი დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე“ გადასცა.
გაკვეთილს დირექტორის მოადგილე - გ.ჩიხლაძე, საზოგადოებრივი კათედრის წარმომადგენელი - მ.თუთბერიძე და კლასის ხელმძღვანელი - ი.კუხალაშვილი ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება