მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო თუ შემეცნებითი ხასიათის პროექტი ხორციელდება, რომელშიც მოსწავლეების დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
მათ შორის, აღსანიშნავია პროექტი - „ჯანსაღი კვება, ჰიგიენა და სპორტი - ჯანმრთელობის საწინდარია“.
ამჯერად, სკოლაში აღნიშნული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ყველა კლასის წარმომადგენელმა მოამზადა ჯანსაღი პროდუქტები და სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს წარუდგინა პრეზენტაციები ჯანსაღი კვების შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანია, სკოლის საზოგადოებაში ჯანსაღი კვების პოპულარიზება და ცნობიერების ამაღლება.
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის პროექტში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები, კლასების დამრიგებლები და მოსწავლეთა მშობლები.
აღსანიშნავია, რომ პროექტი - „ჯანსაღი კვება, ჰიგიენა და სპორტი - ჯანმრთელობის საწინდარია“, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ