სიახლეები
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
18-12-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

სკოლაში, რომლის დირექტორიც ზურაბ ქისტაურია, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. ახლახან, მესამე  კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ლეილა არჩემაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვრული კითხვის  კონკურსი გაიმართა. მოსწავლეებს, კონკურსის გამართვამდე ერთი თვით ადრე, მათივე სურვილის გათვალისწინებით, დაევალათ  ვაჟა-ფშაველას საბავშვო მოთხრობების წაკითხვა. მხატვრული კითხვის კონკურსზე ამონარიდები მხოლოდ ვაჟას  ნაწარმოებებიდან უნდა წაკითხულიყო. შეიქმნა ჟიური, რომელშიც სამი პედაგოგი -  ნათია ჭინჭარაული, მარეხ დიდებაშვილი, მზია მესხიშვილი გაერთიანდა.

კონკურსის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. ისინი საყვარელი  მწერლის მოთხრობებს კითხულობდნენ და ცდილობდნენ ჟიურისა და სტუმრებისთვის თავი მოეწონებინათ. 

ჟიურიმ კონკურსის შედეგები შეაჯამა და საპრიზო ადგილები გაანაწილა: პირველი ადგილი - გიორგი არაბულმა მოიპოვა, მეორე საპრიზო ადგილი მესამეკლასელებმა: ანდრია ქისტაურმა და ნიკა ელიზბარაშვილმა გაინაწილეს, ხოლო მესამე ადგილი ორმა მოსწავლემ - აიტაჯ ჯაფაროვამ და გიგა გიგაურმა გაიყვეს.

მხატვრული კითხვის კონკურსს ესწრებოდნენ და კონკურსის ცამეტივე მონაწილეს თითო ქილა თაფლი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის გამგეობის წევრმა, ბიოლოგიის  მეცნიერებათა კანდიდატმა, კომპანია „სკა-კოდალას“ მფლობელმა - ხათუნა შაშურაშვილმა და ფონდ „კავკასიის“ ხელმძღვანელმა -ზვიად არჩემაშვილმა.

კონკურსს მესამეკლასელთა მშობლები ესწრებოდნენ. საპრიზო ადგილების მფლობელი და კონკურსის ყველა მონაწილე სკოლის  დირექტორმა -ზურაბ ქისტაურმა სიგელებით დააჯილდოვა.

„სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებისა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული არაერთი გამორჩეული აქტივობა ტარდება. პედკოლექტივი მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და მათი განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს. მართლაც, 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო, შემოქმედებითი და მამოტივირებელი აქტივობებით არის გაჯერებული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება