სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ახალი წლის მილოცვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ენაზე და საახალწლო ტრადიციები 
31-12-2023
-
+


ახალ წელს მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად ხვდება. მას ყველა ქვეყანაში, დიდი მოლოდინით, იმედებით, ამაღლებული განწყობით ეგებებიან და გრანდიოზულ დღესასწაულს მართავენ. ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და დადებითი ემოციებით იმუხტებიან. ლამაზად, საზეიმოდ მორთულ ქუჩებში გადიან და ერთმანეთს, ნაცნობსა თუ უცნობს ახალი წლის შემობრძანებას ულოცავენ. ყველა ქვეყანას თავისი საახალწლო ტრადიცია აქვს, რომელსაც არც ერთ წელს არ ღალატობს. 

ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოვიძიეთ, სადაც ასევე გაგაცნობთ როგორ ჟღერს თითოეული ქვეყნის ენაზე ახალი წლის მილოცვა.


საქართველოში ახალი წელთან დაკავშირებით უძველესი ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მეკვლის ტრადიცია, რისიც ქართველებს გულით სჯერათ. ამიტომ, ცდილობენ, მეკვლედ ფეხბედნიერი ადამიანი აირჩიონ. ასევე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია ჩიჩილაკი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და მას ქართულ ნაძვის ხესაც უწოდებენ.

საქართველოში ახალ წლის მილოცვა შემდეგნაირად ჟღერს - გილოცავთ ახალ წელს!

ინგლისში დიასახლისები საახალწლოდ სახლის ინტერიერსა და ექსტერიერს რთავენ, ბავშვები კი ტომრებს კიდებენ, რომლებიც განკუთვნილი სანტა კლაუსის საჩუქრებისთვისაა. ინგლისურად ახალ წელს შემდეგნაირად ულოცავენ: Happy New Year!

ბერძნული ტრადიციის თანახმად,12 საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. იმ შემთხვევაში, თუ ბროწეულის მარცვლები მთელს ეზოში მიმოიფანტება, ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს  ბერძნულად: Ευτυχισμένο το Νέο Έτος! 

სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობას - ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობა სათავეს სწორედ გერმანიიდან იღებს. გერმანულად: Glückliches neues Jahr!

ესპანელები ახალ წელს გრანდიოზულად აღნიშნავენ. 31 დეკემბერი ესპანეთში, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომლის აღვნიშვნას ესპანელები, დილიდან იწყებენ. ახალი წელი მათთვის „იღბლიან ყურძენთან“ ასოცირდება – ეს ტრადიცია ესპანეთში უძველესი დროიდან არსებობს. ესპანურად: Feliz Año Nuevo!

თურქეთში ახალი წელი ოფიციალური დღესასწაული 1935 წლიდან გახდა. ქვეყნის მოქალაქეებისთვის მხოლოდ 1 იანვარია დასვენების დღე. თურქები შობას არ აღნიშნავენ და ამ ქვეყანაში ახალი წელი ჯერ კიდევ 21 მარტს მოდის, როცა მუსლიმები ნავრუზს აღნიშნავენ. თურქულად: Yeni Yılınız Kutlu Olsun!

იტალიაში ახალი წლის აღნიშვნა 6 იანვრიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, 6 იანვრის ღამეს ციდან ცოცხით კეთილი ჯადოქარი ბეფანა მოფრინავს, რომელიც კარებს პატარა ოქროს გასაღებით აღებს და ბავშვებს საჩუქრებს უტოვებს. იტალიელ თოვლის ბაბუას „ბაბო ნატალე“ ჰქვია. იტალიურად ახალი წლის მილოცვა შემდეგნაირად ჟღერს: Buon anno!

საფრანგეთში ამ დღესასწაულის მთავარი კერძი ღვინო და გამომცხვარი კერძებია. საახალწლო ნაძვის ხეს ფრანგები არ დგამენ, ისინი უბრალოდ სახლის კარებს და ოთახებს ალამაზებენ.  ფრანგულად ახალ წელს შემდეგი სიტყვებით ულოცავენ: Joyeux Nouvel An!

ახალი წლის დღესასწაული შვედეთში ჯადოსნურია. მათ ყველაზე გრძელვადიანი და პომპეზური არდადეგები სწორედ საშობაოდ აქვთ.

სადღესასწაულო მზადება შვეეთში 13 დეკემბერს იწყება. ლეგენდის თანახმად, ეს არის წლის  ყველაზე გრძელი ღამე და სწორედ ამ თარიღს ემთხვევა საშობაო მარხვის დასაწყისი. შვედურად: Gott Nytt År !


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება