მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წინასაახალწლოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები დაიწყება. ცნობილია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე შეწყდება; რამდენი დასვენების დღეა განსაზღვრული საბავშვო ბაღებისთვის? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ თბილისის ბაღების სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაშიც არდადეგების კალენდარი უცვლელია:
„თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე დაისვენებს“, - განუცხადეს etaloni.ge-ს ოფიციალურ სტრუქტურაში;
რაც შეეხება კითხვას - არის თუ არა გათვალისწინებული წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატი საბავშვო ბაღების პერსონალისთვის? - ამ კითხვაზე სააგენტოში პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით