სიახლეები
სკოლები

„სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“ - საინტერესო სასწავლო პროექტი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
18-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში  სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის - „სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“, პრეზენტაცია გამართეს. 

მოსწავლეებმა, პრეზენტაცია მოწვეულ სტუმრებსა და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

ბავშვებმა, გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება, ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“, - ყოველივე ეს კი სიმბოლურად დაუკავშირდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის იდეა გაუჩნდათ სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიისა და იგავ-არაკების შესწავლის შემდეგ . მათ გადაწყვიტეს, უფრო მეტი ინფორმაცია მოეგროვებინათ სულხან-საბა ორბელიანზე, მისი მოგზაურობის შესახებ ევროპაში. 

მოსწავლეები დაინტერესდნენ იგავ-არაკთა კრებულით - „სიბრძნე სიცრუისა“ და მათ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნით.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროექტის მიზანია: 

1. სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა და მისი ღვაწლის შეფასება;

2. მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება;

3. მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრება, წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმის, პრეზენტაციის, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური თანამშრომლობის უნარების განვითარება.

პროექტი, ქართული ლიტერატურის, ფრანგული ენის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებით მოეწყო. 

სასწავლო პროექტის პრეზენტაცია მოიცავდა არაერთ თემასა და აქტივობას, ესენია:

1. მინი ლექცია თემაზე: საქართველოს პოლიტიკურ- ეკონომიკური განვითარების გამოწვევები და ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა მე-18 ს-ის პირველ ნახევარში (ისტორიის მასწავლებელი ლალი რობაქიძე);

2. მოსწავლეთა და მასწავლებელთა პრეზენტაციები;

1.სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია;

2.იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“;

3.სულხან -საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“;

4.სულხან -საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“(გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა კოხრეიძე);

5.სულხან -საბა ორბელიანი და საფრანგეთი, იგავ-არაკი „ძალა ერთობაშია“ (ფრანგულ ენაზე) (ფრანგული ენის მასწავლებელი ფატმან შალამბერიძე);

6.კომპიუტერული ტექნოლოგიები და ევროპული განათლება, საინფორმაციო ბუკლეტი „სულხან-საბა ორბელიანის ევროპული არჩევანი“ (კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე). 

რაც, შეეხება სასწავლო პროექტის შედეგებს,  მოსწავლეებმა მოაგროვეს ინფორმაცია სულხან-საბა ორბელიანზე, დაინტერსდნენ, რატომ გაემგზავრა სულხან-საბა ევროპაში, ქვეყნის მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზებით, რისთვისაც მათ მიმართეს ისტორიის მასწავლებელს ლალი რობაქიძეს. მათ მოამზადეს პრეზენტაციები, დაბეჭდეს ბუკლეტი, რაშიც მათ დაეხმარათ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე. კლასის დამრიგებელ გეოგრაფიის მასწავლებელი შორენა კოხრეიძესთან ერთად მე-6 კლასის მოსწავლეებმა ვირტუალურად დაათვალიერეს სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის ამსახველი ილუსტრაციები, დაათვალიერეს ქვეყნები და ქალაქები, მოამზადეს პრეზენტაცია.

ფრანგული ენის მასწავლებელმა ფატმან შალამბერიძემ მე-11 კლასის მოსწავლეების -მარიამ ნაზარენკოსა და ანანო ბაზმანის ჩართულობით მოამზადა პრეზენტაცია - „სულხან-საბა ორბელიანი და საფრანგეთი“. მოსწავლეებმა მოისმინეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი „ძალა ერთობაშია“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პროექტით, მოსწავლეებმა განამტკიცეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და განივითარეს ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა: მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით, თანამშრომლობის, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გამოთქმის, გაიფართოვეს თვალსაწიერი.

მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე, მისი დიპლომატიური მისიის შედეგები.

სასწავლო პროექტზე მუშაობის დასასრულს მოსწავლეებმა დაასკვნეს: „ქვეყნის დამოუკიდებლობაზე გამავალი გზა განათლებაზე გადის. ევროპული განათლების მთავარი ღირებულება იმაშია, რომ ის ადამიანს მთელ რიგ პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს სძენს, ასწავლის თვითდისციპლინას. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია კუხიანიძე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ხაჟომია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვალიდა კვირიკაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი თეა მეშველიანი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარინა სოხაძე, ბიოლოგიის მასწავლებელი სოფიო გველესიანი, ინფორმაციული მენეჯერი მარი ივანიძე, საბაზო და საშუალო საფეხურის (მე-8 - მე- 10 კლასები) მოსწავლეები და მე-6 კლასის მოსწავლეთა მშობლები. მათ მაღალ დონეზე შეაფასეს სკოლის მოსწავლეთა ნამუშევარი, მისცეს რჩევა-დარიგებანი და უსურვეს წარმატებები სწავლაში. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ჩინჩალაძე. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება