სიახლეები
სკოლები

ჩაისუბნის N2 სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის ფარგლებში, მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა 
19-12-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის ​მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის „სხივი“ მოსწავლეთა ინიციატივით, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში,  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

ღონისძიებაში ჩაერთო სკოლის ინგლისური ენის კლუბის - „წიგნის ჭია“ მოსწავლეები.

კლუბის წევრებმა - ანანო კონცელიძემ და გიორგი ბოლქვაძემ ღონისძიებაზე წარადგინეს ელექტრონული პრეზენტაცია - „მალალა - ქალთა უფლებების დამცველი“.

მოსწავლეებმა პაკისტანელი უფლებადამცველის - მალალა იუსაფზაის ცხოვრებაზე ისაუბრეს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს პაკისტანის ისტორიას, რიგითი
პაკისტანელების ცხოვრებას თალიბანის მმართველობის დროს.

აღნიშნეს, რომ 14 წლის პაკისტანელმა გოგონამ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა უფლებების დასაცავად, რის გამოც მისი მოკვლა სცადეს. ის არის უფლებადამცველი, რომელიც მსოფლიოში ქალების განათლების ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის.

მალალა იუსუფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.

ინგლისური ენის კლუბის წევრებმა კი ისაუბრეს ახალგაზრდა გოგონას - ანილა ბუხარის
შესახებ, როგორც იმედისა და შთაგონების წყარო.

ის არის ბავშვთა უფლებების დამცველი, ქველმოქმედი, ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი და 11 წიგნის ავტორი. მან უგანდაში მრავალ ლტოლვილ და ობოლ ბავშვს ასწავლა და დააარსა ხის
ბიბლიოთეკები შორეულ რაიონებში, რომელიც უზრუნველყოფს განათლების ხელმისაწვდომობას გოგონებისათვის.

ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო პოსტერები და წაიკითხეს ანილას ლექსები ინგლისურ ენაზე.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლება სასკოლო თემში.

სამოქალაქო კლუბი „სხივის“ კურატორი თამილა რიონიძე გახლავთ, ინგლისური ენის კლუბის „წიგნის ჭიას“ ხელმძღვანელი კი თამილა დუმბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება