სიახლეები
სკოლები

„ნუ უარყოფ მეგობარს“- ეკისა და მენჯის საჯარო სკოლების ეკოკლუბების ჩართულობით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
19-12-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკისა და მენჯის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში მენჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „მერცხლისა“ და ეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მწვანე ერთობის“ ჩართულობით, მიმდინარე პროექტი - „ნუ უარყოფ მეგობარს“ დასრულდა. აღნიშნული პროქტი თემში შინაური და მიუსაფარი ცხოველების მიმართ ჰუმანური მოპყრობის, დაცვის, მოვლის კულტურის ჩამოყალიბებასა და ამ მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა.

პროექტის ფარგლებში, სოფლებში - მენჯსა და ეკში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა გამართეს. ჩატარდა კვლევა, რომლის ანალიზმაც აჩვენა, რომ ორივე სოფლის თემის წევრებში პრობლემა აქტუალურია. 

მოსწავლეებმა ცნობიერების ასამაღლებლად, კედლის გაზეთები, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და სტიკერები გააკრეს. ბოლო აქტივობაც მეტად საინტერესო გამოდგა, მოსწავლეებმა ორივე სოფელში მიუსაფარი ძაღლებისათვის სახლების გაკეთება გადაწყვიტეს. პროექტს ბიოლოგიის მასწავლებელი ლალი კარტოზია ხელმძღვანელობდა.

კვლევის საფუძველზე, ეკის საჯარო სკოლის ეკო კლუბის აქტივისტებმა განცხადებით მიმართეს სოფელ ეკის საკრებულოს რწმუნებულს - იოსებ ელიავას.

„პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სოფელ ეკის საკრებულოს რწმუნებულმა, რომელმაც მოსწავლეებს ორი მზა თავშესაფარი სახლი სკოლაში მოუტანა. პროექტი გულისხმობს მოზარდებში ჰუმანური თვისებების ჩამოყალიბებას, პროექტში ჩართული მოსწავლეები უფრო დაუახლოვდებიან ბუნებას, გარემოს, რომელიც მათი აღზრდის ადგილია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება