სიახლეები
სკოლები

„მინერალური წყლები“​ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთთვიანი პროექტის შთამბეჭდავი შედეგი და საინტერესო პრეზენტაცია
19-12-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას აქტიურად მიმართავენ, რადგან მეთოდი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს ავითარებს და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში თემის - უჯრედის ბიოლოგია შესწავლის შემდეგ განახორციელეს პროექტი - „მინერალური წყლები“ (ბიოლოგიის მასწავლებელი მარინე ფხაკაძე).

პროექტზე მუშაობა ერთ თვეზე იყო გაწერილი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული წყლების შესახებ, კერძოდ, რამდენი სახის პროდუქციაა ბაზარზე, როგორია წყლების მინერალური მარილების შემცველობა, რომელი მათგანია ბუნებრივად გაზიარებული, როგორია ამ წყლების PH, რომელი მათგანის გამოყენება შეიძლება სასმელად ხანგრძლივად, რომელი მათგანი გამოიყენება სამკურნალოდ და რა დაავადების დროს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადამიანს გაზიანი სასმელების სისტემატიურმა მიღებამ.

ლიზი ჟორჟოლიანმა და ნინი ხაზარაძემ ისაუბრეს „ბორჯომის“, „ნაბეღლავის“, „ლიკანისა“ და წყალტუბოს მინერალური წყლების შესახებ, მათი აღმოჩენისა და შესწავლის ისტორიაზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც გამოიკვლიეს ეს წყლები და მიიჩნიეს სამკურნალოდ.

პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება