სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიუძღვნეს
19-12-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის საზეიმოდ და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. 

შესაბამისად, მოსწავლეებმა, „დედაენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

IV კლასში, დამრიგებლი ქეთინო დიაკონიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მასპინძლობა გაუწიეს უმცროსკლასელებს - II კლასს, რომლის ხელმძღვანელიც მარინა სოხაძეა.

მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

მოსწავლეებმა, პატარებს წაუკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: „მკვეხარა ქოთანი“, „მეზობლები“, „ცხვირს მაღლა ვინ იწევს“ , „კეთილი სანდალა“, და ლექსებით შეამკეს გოგებაშვილის „დედაენა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა, კიდევ ერთხელ გაითავისეს ეროვნული საგანძურის - „დედაენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება