სიახლეები
სკოლები

„ოქროს გლობუსი“ - ტრადიციადქცეული ინტელექტუალური პროექტი წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში 
19-12-2023
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, გეოგრაფიის პედაგოგმა ნანა ჯაბურიამ ტრადიციადქცეული პროექტი - „ოქროს გლობუსი“ განახორციელა. პროექტში VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვებული VIII კლასის მოსწავლეები გახდნენ, რომლებიც ემოციას ვერ მალავდნენ. პედაგოგმა მადლობა გადუხადა მონაწილეებს, დამსახურებული გამარჯვება მიულოცა ოქროს გლობუსის მფლობელებს და შემდგომი წინსვლა, წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი - „ოქროს გლობუსი“ მრავალფეროვან აქტივობებსა და თემებს მოიცავდა. ესენია:
1. კითხვა-პასუხი (1 ქულა);
2. მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები (1 ქულა);
3. მსოფლიოს დროშები (1-ქულა);
4. სახელმწიფოთა კონფიგურაცია (1-ქულა;)
5. შავი ყუთი (3-ქულა);
6. ლოგოები (1-ქულა);
7. გეოგრაფიული პანტომიმა (2-ქულა);
8. სეტერა (2-ქულა);
9. აფრიკის სახელმწიფოთა დედაქალაქები (3-ქულა);
10. გეოგრაფიული კიბე (2-ქულა);
11. რუკა, რომელსაც ვერ ვხედავ;
12. გეოგრაფიული აუქციონი (2-ქულა);
13. გეოგრაფიული ჯაჭვი (1-ქულა).

„ცოდნის ჭიდილი გეოგრაფიის ოთხივე ბლოკს მოიცავდა, მოსწავლეება მიღებული ცოდნა გამოავლინეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება