სიახლეები
სკოლები

„გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლება“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
20-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, ადამიანის უფლებების დაცვა-პატივისცემას და თანასწორუფლებიანობას ასწავლიან. 

„გენდერული თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლება“, ასე ერქვა პროექტს, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ოქტომბერ-დეკემბერში განხორციელდა.

19 დეკემბერს პროექტის მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც შეხვედრა გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანთან - მზია კიკალიშვილთან.

მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში მათ მიერ ჩატარებული აქტივობების შესახებ.

გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია „წყალტუბოს მუნიციპალოტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნის, განვითარებისა და საბჭოს მუშაობის შესახებ.

მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლოდაც გააგრძელონ საბჭოსთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, რათა სკოლაში შექმნან გენდერული თანასწორობის საბჭო.

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე. მან შეაჯამა პროექტი და მადლობა გადაუხადა ქალბატონ მზიას, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და პედაგოგებს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება