სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ტრეფიკინგი“ უმცროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს 
20-12-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს. 

დავალება, რომლის თემაც გახდლათ „ტრეფიკინგი“ მე-9, მე-9 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მოქალაქეობის შესწავლისას შეასრულეს. მოსწავლეთა მოქალაქეობის მასწავლებელი გახლავთ თამილა თუთბერიძე, დამრიგებლები კი - დოდო ხაჩიძე, ირინა ალავიძე, სალომე ქობალია.

მოსწავლეები, ამ დავალების შესრულების შემდეგ ნათლად აცნობიერებენ, რომ ტრეფიკინგი ყველაზე დიდი არალეგალური ბიზნესია იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. ის ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს.

ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხერხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულიად აღდგენა. ეს საკითხი, სამწუხაროდ, ძალიან აქტუალურია 21- ე საუკუნეში.

თავიანთ ნაშრომებში მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ:

  • რატომ ითვლება ტრეფიკინგი ადამიანის უფლებების დარღვევად და რომელი ფაქტორებით დასტურდება ,ან არ დასტურდება კონკრეტული უფლებების დარღვევა?
  • რომელი სახელმწიფოებრივი მექანიზმები, ინსტიტუციები, სახელმწიფო დოკუმენტები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების დაცვასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას?

ეს თემა ბავშვებისათვის საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტეს, თავიანთი ნაშრომები გაეზიარებინათ მათზე უმცროსი მოსწავლეებისთვის და საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან. მათ წარადგინეს თემები:

  1. რა არის ტრეფიკინგი? ( მარიამ ჯიქია და ანი ოჩხიკიძე მე-9 კლასი)
  2.  „ტყვეთა სყიდვაც ტრეფიკინგია“ (გაგა კუხალაშვილი, ამირან სილაგაძე მე-9 )
  3.  „ევროსაბჭოს კონვენციები“ ( ნინი გოგელიძე მე-9 )
  4.  „ბავშვთა ტრეფიკინგი“ ( ნინი დოლაბერიძე მე-9 )
  5.  „ტრეფიკინგი საქართველოში“ (ლუკა შვანგირაძე, დემური კოვზირიძე მე-9 )
  6. „ტრეფიკინგის ყველაზე გავრცელებული სახეობები“ ( ლუკა ბენდელიანი მე-9 )
  7. „ტრეფიკინგის პრევენციის გზები“ (თამარ ჩაკვეტაძე მე-9)

შეხვედრას ესწრებოდა სკოლის სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ხაჩიძე.

მათ დადებითად შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევრები და წარმატებები უსურვეს მათ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება