მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დრაკონის წელი მოდის, რომელიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ფაქტობრივად, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის წარმატებული და ახალი შესაძლებლობებით დატვირთული იქნება.
ახალი წელი მასწავლებლებსაც სიახლეებს ჰპირდება. განსაკუთრებით იღბლიანი კი რამდენიმე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული პედაგოგისთვის იქნება. ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიეთ და გთავაზობთ.
ლომი
ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ ფანტასტიკური წელი გელოდებათ. ამ ყველაფერს კი, პირველ რიგში, თქვენი თავდაჯერებულობა და ქარიზმა განაპირობებს. დრაკონის წელს პოზიტიურად, ღიმილით შეხვდით. დარწმუნებული იყავით, რომ სკოლაში დასახულ მიზნებს მიაღწევთ.
სასწორი
ბედნიერებით სავსე წლისთვის მოემზადეთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დრაკონის წელი წარმატებული იქნება როგორც პირადი ცხოვრების, ისე კარიერის მხრივ. ეცადეთ, რომ პიროვნული თვისებები გამოიყენოთ და სასწავლო პროცესი ჰარმონიულად წარმართოთ. დრაკონის წელი მხოლოდ სასიამოვნო ამბებს გპირდებათ.
მშვილდოსანი
2024 წელს საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ, მოსწავლეები თქვენით აღფრთოვანებულები იქნებიან - ვარსკვლავები მხოლოდ ამას გპირდებიან. თქვენი შრომისმოყვარეობა, ხასიათი და მიზანდასახულობა ოცნებების ასრულების საშუალებას მოგცემთ. იცოდეთ, რომ გზად შესაძლოა წინაღობები იყოს, თუმცა მზად შეხვდებით და გაუმკლავდებით.
მერწყული
დრაკონის წელს განსაკუთრებით კრეატიული იქნებით, მიზანებს მიაღწევთ და შედეგებით იამაყებთ. შესაძლებელია, რომ სამსახურში დაწინაურდეთ და ერთი საფეხურით წინ წაიწიოთ. მოსწავლეებს, როგორც ყოველთვის, თქვენი უშრეტი ენერგიით, მამოტივირებელი აქტივობებითა და ყურადღებით მოხიბლავთ.
თევზები
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, გარკვეულწილად, მეოცნებეები არიან. ეცადეთ შესაძლო დაბრკოლებებს ისე შეხედოთ, როგორც ახალ გამოწვევას - ასე ყველაფერს თავს გაართმევთ. თქვენი ხასიათის საშუალებით, სასკოლო წელიც წარმატებული იქნება. თევზები 2024 წლის ყველაზე იღბლიან ნიშნებს შორის არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.