სიახლეები
სკოლები

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეებმა „ქვის დედაენა“ გააცოცხლეს
20-12-2023
-
+


მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სკოლის VI კლასში საინტერესოდ წარიმართა ლევან გოთუას მოთხრობის - „ქვის დედაენის“ შესწავლა. გაკვეთილს მასწავლებელი ლია ჩიტიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები თავდაპირველად გაეცნენ ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშებს, საწერი მასალის განვითარების საფეხურებს, ტაძრის ფასადზე ამოჩუქურთმებულ ასო-ნიშნებსა და ფრესკებზე ასომთავრულით შესრულებული წარწერებიც ამოიკითხეს. მოიძიეს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ტექსტების რეპროდუქციები და ეს ყველაფერი მოთხრობაში აღწერილ ამბავს დაუკავშირეს -
პატარა ბიჭს მწიგნობარმა წერა- კითხვა ისრის წვერით ქვაზე ამოკაწრული ანბანით შეასწავლა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, სკოლის ქვის კედელი ანბანის ასოებით მოეხატათ.

მოსწავლეებმა „ქვის დედაენა“ გააცოცხლეს და ახლა სკოლის ეზოს ერთ პატარა კუთხეს მე-6 კლასელი მოსწავლეების მიერ ქვებზე მოხატული ქართული ანბანი ამშვენებს.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება