მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
ცნობილია, რომ კვლევებში დირექტორები, მასწავლებლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები... იყვნენ ჩართულები და ესგ-ს დანერგვისას არსებული გამოწვევები ოთხ კატეგორიაში დაჯგუფდა:
1) კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებული გამოწვევები;
2) სკოლის შიგნით მატერიალური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევები;
3) სკოლის შიდა ორგანიზაციული გამოწვევები;
4) სისტემური გამოწვევები.
დოკუმენტის თანახმად, კომპლექსური დავალებებით სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევების შეფასების მხრივ კრიტიკულ ზონაში მასწავლებელთა და დირექტორთა თითქმის ნახევარი მოექცა. კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებული გამოწვევებიდან ყველაზე მწვავედ კომპლექსური დავალებებით სწავლებისას მშობელთა როლის დაბალანსება და კომპლექსური დავალებების დიფერენცირებულად (მოსწავლეთა საჭიროებებზე მისადაგებულად) გამოყენება წარმოადგენს.
კომპლექსური დავალებების სირთულეების შეფასებისას „ჩართული და არაჩართული“ სკოლების მასწავლებლების აზრი თანხვედრაშია – სტატისტიკურად არსებითი განსხვავებები არ ვლინდება.
რაც შეეხება დირექტორებს, „ჩართული და არაჩართული“ სკოლის წარმომადგენელთა შეფასებები სტატისტიკურად არსებითად განსხვავებულია მხოლოდ კომპლექსური დავალებების დომინანტურ როლთან დაკავშირებით, სადაც არაჩართული სკოლის დირექტორების შეფასებები უფრო კრიტიკულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი