სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა ინოვაციური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
20-12-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში არჩევით საგნად მეწარმეოება ისწავლება.

ბავშვები მეწარმეობის საფუძვლებს დიდი ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან. 

„იმისათვის, რომ ბავშვებმა სწორი არჩევანი გააკეთონ, დამატებით რა საგნის შესწავლა სურთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ ამის საშუალება! განახლების საჯარო სკოლაში მეწარმეობის შესწავლა არჩევით საგნად, მოსწავლეებს უფრო მეტად აძლევს საშუალებას იყვნენ ინოვაციურები და კრეატიულები“,- აღნიშნავს განახლების საჯარო სკოლის პედაგოგი დარიკო მელაძე და სკოლებში არჩევითი საგნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებში არიან აქტიურად ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, მოსწავლეები „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ დაგეგმილ ინოვაციების ბანაკში მონაწილეობდნენ, რომლის თემა იყო - „ინოვაციები და ტექნოლოგიები“.

ღონისძიებაში სკოლის ხუთი მოსწავლე ჩაერთო. ხუთივემ აქტიური მონაწილეობა მიიღო ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ საინტერესო აქტივობებში.

სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტებული ათივე გუნდი არაჩვეულებრივი იდეებით წარდგა ჟიურის წინაშე.

გამარჯვება კი ქეთა ოჯახიშვილის გუნდს ხვდა წილად.

დარიკო მელაძე მოსწავლეებს - ნინი ბოლქვაძეს, ლუკა იაკობაძეს, მარადი ართმელაძეს და ლინდა შავაძე წარმატებას ულოცავს. სკოლის დირექციას, კი დირექტორ ლიანა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ღონისძიებაზე ახალგაზრდებში ინოვაციური განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: ბმული 1, ბმული 2ბმული 3


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ




    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება