მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში, მათემატიკური კონკურსი „მივცურავთ ციფრებისკენ“ ჩატარდა, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი გულნაზ ლექვინაძე ხელმძღვანელობდა. კონკურსში 16 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა.
მეორე ტურის შედეგების შეჯამების შემდეგ მოსწავლემ - ელენე კვერნაძემ გაიმარჯვა. მას მათემატიკაში წლის საუკეთესო მოსწავლის წოდება მიენიჭა და სიგელით, საჩუქრით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
გამოცდების ჩაბარებით გამოწვეულ სიხარულს როგორც თავად აბიტურიენტები, ისე მათი მშობლური სკოლის პედაგოგები და დირექცია იზიარებენ