სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი საერთაშორისო კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დასაჩუქრდა
21-12-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მკვლევართა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს და არაერთ წარმატებას აღწევს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

ამჯერად, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრმა, ვარშავაში ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მე-12 საერთაშორისო ფორუმზე, კონკურსის „საუკეთესო ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი 2023“ საქართველოდან გამარჯვებულს, სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბის მეურვე ქეთევან ედიბერიძეს, კლუბის განვითარებისა და მისი მუშაობის შემდგომი ხელშეწყობისათვის, სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

როგორც სკოლაში ამბობენ, სასაჩუქრე ნაკრები STEAM მიმართულების პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.
„ანაბასისმა“ მკვლევართა კლუბში სტემ მიმართულების პროექტების ხელმღვანელად სკოლის წარჩინებული კურდამთავრებული, ოქროსმედალოსანი გიორგი ურიადმყოფელი მიიწვია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. კლუბის წევრების შეხვედრები გიორგისთან კვირაში ერთხელ, სისტემატურად, მიმდინარეობს. მათი სამოქმედო გეგმა მცირე პროექტების განხორციელებასა და ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაგეგმად მზადებას ითვალისწინებს, რომელიც 2024 წელს საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, გერმანელ და პოლონელ თანატოლებთან ერთად.

ახალგაზრდა მკვლევარებმა, გიორგი ურიადმყოფელთან ერთად, უკვე განახორციელეს ორი მიკოპროექტი. მიკრობიტის დაფაზე დააპროგრამეს კომპასი და თამაში - „ჯვრები და ნულები“. მომავალ შეხვედრაზე სხვა საინტერესო და სახალისო მოწყობილობების შექმნისათვისაც პროგრამა გაწერეს.

„STEAM განათლება ეს არის განსხვავებული ფიქრი, კვლევა, ექსპერიმენტი, ახლის ძიება. რომელიც აადვილებს სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურ მართვას. ხელს უწყობს ახალგაზრდებში იმ უნარების განვითარებას, რომლითც ისინი შეძლებენ გახდნენ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და შეძლონ შეცვალონ აწმყო საუკეთესო მომავლის იმედით.
დიდი მადლობა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს, ჩვენი კლუბის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სასაჩუქრე ნაკრებისათვის. მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია, უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები და კრიტიკული აზროვნება, ეძლევათ საშუალება ჩაერთონ ამა თუ იმ ხელსაწყოს შექმნაში. ისწავლონ ურთიერთთანამშრომლობა, საკუთარი აზრის გამოთქმისა და დაცვის უნარი. მადლობა „ილიაუნს“ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ქსელის წარმომადგენლობას საქართველოში ხატია ნებულიშვილს, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრს Salis, მარიკა კაპანაძეს, რომელთა საქმიანობა სკოლაში მოქმედ მკვლევართა კლუბებს საშუალებას აძლევს აქტიურად და საინტერესოდ წარმართონ საქმიანობა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება