სიახლეები
სკოლები

„წყალი ჩვენი არსობისა“ - საინტერესო პროექტი და ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული სასმელი წყლის პრობლემა
21-12-2023
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის ინიციატორთა კლუბი ასოციაცია „ტოლერანტის“ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა. 

საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია პროექტის - „ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, რომელიც „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით, დააფინანსა.

თემში მცირე კვლევა ჩატარდა და პრიორიტეტულ საკითხთა შორის, ყველაზე მწავავე სასმელი წყლის პრობლემა აღმოჩნდა, რაც სოფელ ტურცხსა და შესაბამისად, საჯარო სკოლასაც აწუხებს. ადვოკატირების პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „წყალი ჩვენი არსობისა“ განხორციელება დაიწყო. გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის რწმუნებული მიიწვიეს და ამ პრობლემაზე ესაუბრნენ. 

მოსწავლეებმა, ნახატების სახით, წარმოადგინეს მათი თვალით დანახული სასმელი წყლის პრობლემა. ასევე, შექმნეს ლოგო, ამავე თემატიკაზე. გამოვლინდა გამარჯვებული ორივე ნომინაციაში და მათ გადაეცათ ფასიანი საჩუქრები, რომლებიც ასოციაცია „ტოლერანტის“ დაფინანსებით იქნა შეძენილი.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა მათი მომზადებული პრეზენტაციები წარადგინეს, რომლებშიც ხაზგასმით ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რაც იქმნება წყლის არქონის გამო.

პროექტში ჩართული იყო: თემი, სკოლის ადმინისტრაცია, პედკოლექტივი, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეები, მშობლები და ადგილობრივი თვითმმართველობა.

„საგრანტო კონკურსის მიზანია: ადგილობრივ თემებში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევა ადვოკატირების გზით.
ყველა მხარის აქტიური მონაწილეობითა და ჩართულობით შეიქმნა პეტიცია, სოფლის მოსახლეობის ხელმოწერებით, რომელიც ახალქალაქის მერიაში წარვადგინეთ. ასევე, შევხვდით მერს და ვესაუბრეთ აღნიშნულ პრობლემაზე. იმედი გვაქვს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და მოგვარდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. პროექტის განხორციელებაში უდიდესი ტექნიკური და ფინანსური დახმარებისათვის მადლობას ვუხდით ასოციაცია „ტოლერანტს“. ასევე სოფელ ტურცხის საჯარო სკოლის დირექციას - მხარდაჭერისათვის“,- წერს პედაგოგი თამარ დევდარიანი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება