სიახლეები
სკოლები

„საუკუნეობრივი დაპირისპირება დავით აღმაშენებლის მემეკვიდრეებს შორის“ - სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს
21-12-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში თეატრალური წარმოდგენა, ე.წ. როლური თამაში ჩატარდა, რომელიც ისტორიულ თემას მიეძღვნა - „საუკუნეობრივი დაპირისპირება დავით აღმაშენებლის მემეკვიდრეებს შორის“ მოიცავდა მოვლენებს აშოტ კურაპალატიდან, გიორგი მესამის ჩათვლით. ყურადღება გამახვილებული იყო 1177 წლის ორბელთა შეთქმულებაზე. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

ეპიზოდის დამთავრების შემდეგ, სასამართლო პროცესი გაიმართა, დამსწრე პედაგოგებს დაურიგდათ ბუკლეტები, ზოგს გიორგი მესამესთვის უნდა დაეჭირა მხარი, ზოგს დემნა ბატონიშვილისთვის. აღნიშნული აქტივობა კომპლექსური დავალების ფარგლებში ჩატარდა. 

მოსწავლეები გზადაგზა ქმნიდნენ მასალებს, აწყობდნენ სქემებს, წერდნენ სვოტანალიზს, აფორმებდნენ დავალებას, უყურებდნენ მედიარესურსებს კონკრეტულ თემაზე, თუ რატომ დასაჯა გიორგი მესამემ საკუთარი ძმიშვილი, არჩევდნენ, სცენარი დემნა ბატონიშვილის თვალების დათხრასაც ითვალისწინებდა. გამოყენებული იქნა წყაროები, ილუსტრაციები, ლექსები, მოსწავლეთა შექმნილი მასალები. როგორც სკოლაში ამბობენ, მათ საკუთარ თავზე, როლში ჩაყენებით, გამოსცადეს ცხოვრების უსამართლობა.

როლურ თამაშს ესწრებოდნენ პედაგოგები, რომლებმაც შთაბეჭდილებები დაწერეს.

„მოსწავლეები იწყებდნენ ბაგრატიონთა ქრონოლოგიის სწავლას. ასე ჩაშლილად სიღრმისეულად დაამახსოვრდებათ საკითხი, შეძლებენ გაგება-გაააზრებას, ანალიზს.
ასეთი ტიპით ჩაშლილი გაკვეთილები გრძელვადიან მიზნებზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, ამავე დროს, მოწაფეებს საკითხი დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- აღნიშნავს მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება