სიახლეები
სიახლეები

უქმდება თუ არა ეროვნული გამოცდები - მინისტრი კითხვას პასუხობს
28-01-2024
-
+


განათლების მინისტრის განცხადებამ, რომ მოხდება ეროვნული გამოცდების მოდიფიცრება, საზოგადოებაში გააჩინა განცდა - შესაძლოა აღნიშნული გამოცდები გაუქმდეს. რამდენად შეესაბამება ეს ვარაუდი რეალობას, განათლების მინისტრმა, სატელევიზიო ინტერვიუში რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება, თუმცა გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს:

„3 წლის შემდეგ დადგება საკითხი, განვიხილოთ – არის ეროვნული გამოცდების საჭიროება, თუ გვიწევს საერთოდ მისი გაუქმება“. 

მინისტრის განმარტებით, მე-12 კლასში განმსაზღვრელი შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება უნივერსიტეტში მოსწავლის ტრანზიციისთვის:

„ამ მინიმალურმა ცოდნის ბარიერმა უნდა გადაწყვიტოს, მოსწავლე ამთავრებს სკოლას თუ ვერა.

12 კლასის განმსაზღვრელი შეფასება ორ რამეს გადაწყვეტს, ერთი, რომ ბავშვი სკოლას ამთავრებს და მას მიენიჭება ქულა რეიტინგი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამ ქულის ფარგლებში თავად გადაწყვეტს  მოსწავლე, თუ რომელ უნივერსიტეტს მიმართავს და უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს ბარიერს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება