სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეათეკლასელმა-ანდრია გოგობერიშვილმა უმცროსკლასელებს ვარსკვლავები გააცნო
21-12-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. სამყაროს შემეცნების პროცესში ბავშვებს უამრავი შეკითხვები უჩნდებათ. ასტრონომია კი მათი დაკვირვების პირველ სამეულში შედის.

მე-10 კლასის მოსწავლის - ანდრია გოგობერიშვილის ინიციატივით, დაწყებითი კლასების პატარები დიდი ინტერესით გაეცნენ გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავების ნაირსახეობებს.

მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩვენს გალაქტიკაში - „ირმის ნახტომში“ არის 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი. შეუიარაღებელი თვალით კი ცაზე დედამიწიდან მხოლოდ 1500-მდე ვარსკვლავი და 88 თანავარსკვლავედი ჩანს. ჩვენი გალაქტიკა საშუალოზე დიდი გალაქტიკაა. საშუალოდ თითოეული გალაქტიკა შეიცავს100 მილიარდზე მეტ ვარსკვლავს, ხოლო გალაქტიკების რაოდენობა მინიმუმ 2 ტრილიონია. ჩვენი გალაქტიკა ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება და მის კიდეებზე მუდმივად წარმოიქმნება ახალი ვარსკვლავები. დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ რძის გზა ამჟამინდელზე ხუთი პროცენტით დიდი იქნება. დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველდღიურად. ამ ყველაფერს ის დაემატება, რომ 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკას დაეჯახება სპირალური გალაქტიკა „ანდრომედა“ და წარმოიქმნება მეგაგალაქტიკა სახელად „მილკომედა“ და შემდეგ „გვექნება“ დღევანდელზე ბევრად მეტი ვარსკვლავი. ეს შეჯახება არ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და არ მოხდება ვარსკვლავების პირდაპირ ერთმანეთზე დაჯახება.

ამ მონათხრობიდან მოსწავლეებმა გაიგეს, რამდენი დასახელების ვარსკვლავი არსებობს:

პროტოვარსკვლავი, ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, ნახევრად ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, თი თაური ვარსკვლავი, ჰერბიგის ვარსკვლავი, მოელვარე ვარსკვლავები.

სკოლის ადმინისტრაცია უფროსკლასელთა ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს და სამომავლოდ იგეგმება მსგავსი აქტივობები სხვადასხვა დისციპლინებში საჭირო ცოდნის გასაზიარებლად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება