სიახლეები
სკოლები

ნიგვზიანის საჯარო სკოლაში კალათბურთში ჩემპიონატი გაიმართა
22-12-2023
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, სკოლაში პროექტ - „ჯანსაღი გარემოს“, ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, კალათბურთში სპორტული ჩემპიონატი ჩაატარეს.

ფინალში, ერთმანეთს მეშვიდე და მეცხრე კლასის გუნდები შეხვდნენ, საბოლოო გამარჯვება კი, მეცხრე კლასმა მოიპოვა.მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებულ გუნდს სპორტული თასი გადაეცა.

სკოლაში მიაჩნიათ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს, როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ სიჯანსაღეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი ფრანგული ენის მასწავლებელი ნუნუკა ხელაძე გახლდათ. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მასწავლებლები: სპორტის მასწავლებელი რომან აფხაზავა და მიხეილ სურგულაძე. სკოლაში, მათ მადლობას უხდიან გაწეული შრომისა და საინტერესო ღონისძიებისთვის. 

„მადლობას ვუხდით პროექტ - „ჯანსაღი გარემოს“, იდეის ავტორს, ფრანგული ენის მასწავლებელს, ნუნუკა ხელაძეს, საჭირო ინვენტარის ( სპორტული მოსაცმელები, თასი, მედლები) შეძენისათვის. განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისათვის სპორტის მასწავლებელ რომან აფხაზავას და მიხეილ სურგულაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება