სიახლეები
სკოლები

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის წარმატებული 2023 წელი და მოტივირებული მოსწავლე-მასწავლებლები
22-12-2023
-
+


მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა 2023 წელს წარმატებით ასრულებს. 

2023 სკოლისთვის განსაკუთრებული წელია, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ახალი სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლაში დაიწყეს. 

მოტივირებული მოსწავლე-მასწავლებლები ახალ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებიან და სკოლის სასახელოდ არაერთ წარმატებას აღწევენ

სკოლის ნაყოფიერ 2023 წელს ჩვენთან  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირინე კუჭავა აჯამებს. 

„ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის კიდევ ერთი ახალი წელიწადი!!

„აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი... რა მივულოცოთ ჩვენს თავს? რა გვაქვს დღეს სასურველი და ხვალ სანატრელი? ახლო ხანებში რა გვრჩება რომ თავი მოვიწონოთ?“ მართლაც, მოსაწონებელი და სანატრელიც ბევრი გვაქვს. ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ნატვრა-ოცნება ახდა. ჩვენ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლაში შევუდექით ახალ სასწავლო წელს.

დადგა დღე სიხარულისა! რა გითხრათ,რით გაგახაროთ?

სათქმელი და გასახარებელი ბევრი გვაქვს. სკოლა წარმატებულია, როგორც მოსწავლეებით, ასევე მასწავლებლებითაც. სკოლის ყველა აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც ჩვენი სკოლის პედაგოგთა მაღალკვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმზე მეტყველებს. ამის ნათელი მაგალითია სკოლის ლიდერი პედაგოგის - ნონა მაჭარაშვილის კიდევ ერთი წარმატება, მენტორის
სტატუსის მინიჭება. ქალბატონი ნონა გამოირჩევა თავისი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი სიყვარულით. ის ყველა ახალ გამოწვევას წარმატებით გვაძლევინებს.

ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ვულოცავთ, ქალბატონ ნონას ახალ წელს და მენტორის სტატუსის მინიჭებას. ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

პიროვნება
სკოლები

    იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი


    კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა


    „სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება