მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. 21 დეკემბერს წყალტუბოში, ზურა ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ფეხბურთში. მასში 2008-2009 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და ტურნირის გამარჯვებული გახდა წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს რეგიონალურ ტურნირში.
„ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიტანეს 17 და გაუშვეს მხოლოდ 1 გოლი“, - გვიყვებიან სკოლაში.
8 გოლით საუკეთესო ბომბარდირი მათე ჭულუხაძე გახდა.
ტურნირი დასრულდა შედეგებით :
N2 სკოლა - სოფელ წყალტუბოს სკოლა 6-0;
N2 სკოლა - სკოლა „ოცნება“ 5-0;
N2 სკოლა - გეგუთის სკოლა 4-1.
ფინალში ერთმანეთს წყალტუბოს N2 სკოლისა და ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის გუნდები დაუპრისპირდნენ. მათი შეხვედრა 2-0-ით, წყალტუბოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეიბრებები მოსწავლეთა მოტივაციასა და სპორტის მიმართ სიყვარულს ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
„ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახი... ბედნიერი მაშინ ხარ, როცა იცი, მიდიხარ იქ სადაც, გელოდებიან; აქ მელოდებიან ჩემი კოლეგები, მშობლები და მოსწავლეები“.
„გილოცავთ, ბავშვებო, ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“
იაღუფლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და მოტივირებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი