სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი „ეტალონ მოსწავლეს“ ტრადიციულად სტიპენდიას უწესებს
25-12-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის მეორე პერიოდის კონკურსები დასრულდა. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებისთვის მამოტივირებელი, საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსეა. წლებია, რაც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ქუთაისის „ეტალონ მოსწავლეს“ სტიპენდიას უნიშნავს. გამარჯვებულ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, მის დასრულებამდე, ყოველთვიურად, 100 ლარი ერიცხება. 

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილმა თანხა საკუთარი ხელფასიდან გამოყო. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით, „ეტალონი მოსწავლის“ სკოლისთვის გარდამავალი თასი დაწესდა. რომელმაც უკვე მე-3 წელია, რაც ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში დაიდო ბინა. გამარჯვებული წელსაც ამავე სკოლის IX კლასის მოსწავლე ანი ბობოხიძე გახდა.

მაია ცქიტიშვილი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატთან დაკავშირებული ტრადიციის შესახებ etaloni.ge-ს ესაუბრა.

„ექსპრომტად გადავწყვიტე, რომ არა საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“, არამედ „ქუთაისის ეტალონი მოსწავლე“ დამეჯილდოებინა, გამოვყავი სტიპენდია, რომელიც ჩემი სახელფასო ნაწილიდან გაიცემა. ასევე, მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული მოსწავლეები ერთმანეთს კიდევ უფრო უკეთ იცნობდნენ. თასზე ამოტვიფრულია მოსწავლის სახელი და გვარია და ის წელი, როდესაც „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ამ ტრადიციის დამკვიდრებიდან, დღემდე, მე-5 გამარჯვებული გვყავს. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 3 წელია, რაც ზედიზედ 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმარჯვებენ. მე-3 წელია, რაც თასმა ბინა ამ სკოლაში დაიდო.

ვთვლი, რომ „ეტალონია“ პირველი სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. შემდეგ პროექტმა ინტერნეტ სივრცეში გადმოინაცვლა, თუმცა კონკურსში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია მოსწავლეებს არ დაუკარგავთ. ამ მხრივ, ქუთაისი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა, თავისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებით“,- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

„მე ყველა გამარჯვებულსა და მუნიციპალიტეტს ვულოცავ. წელს „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ხარაგაულის წარმომადგენელი გახდა. მე და ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შეხვედრაზე ვიყავით და ამიტომ ვერ ჩავერთეთ LIVE ფორმატში. ეს გამარჯვება მართლაც დიდი სიხარულია არამხოლოდ მოსწავლისთვის, დირექტორისთვის, მშობლისთვის, არამედ მოტივაციაა ჩვენთვისაც - რესურსცენტრებისთვის, რადგან ეს გვაძლიერებს და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გამარჯვებული მოსწავლე საზოგადოებას წარვუდგინოთ. ვულოცავ ყველა მშობელს, რომელმაც იცის, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განუვითაროს შვილს უნარები. როდესაც მიმდინარე წლის „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებულის თასი გადაეცემა ხოლმე, ამ დროს, ყველა ერთმანეთს ულოცავს. რასაკვირველია, მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, ყველასთვის სასიამოვნოა, რომ მისი შვილი ქალაქში გამორჩეული მოსწავლეა“,- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება სურს:

„უნდა აღვნიშნო, რომ სასურველია, „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში გადიოდეს, ეს მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი იქნება. ახალგაზრდებს უნდათ, რომ საზოგადოებამ ეკრანიდან დაინახოს.
რაც შეეხება სტიპენდიას, ის, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეების ანგარიშზე, მშობლების ნებართვით, ყოველი თვის ბოლოს ირიცხება“,- თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

მისივე თქმით, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მოსწავლეები ამ თანხას საყვარელი წიგნების, ბლოკნოტებისა და ალბომების შესაძენად იყენებენ. „ეს არის თანხა, რომელიც მან თავისი ინტელექტუალური შრომით მოიპოვა. მოსწავლეებს სურვილი აქვთ, რომ კონკურსში მომავალ წელსაც ჩაერთონ“,- აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ქართული ენის სწავლების ვალდებულება კანონით განისაზღვრება - რა იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან

ატარა მაყურებელს დაუვიწყარი თავგადასავალი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა აჩუქა

აბიტურიენტებს უცხოური ენის ტესტის სპეციფიკას naec-ის სპეციალისტები გააცნობენ - დეტალები

ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა - შემთხვევა ავჭალაში მოხდა

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს

„საშინაო დავალება მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული“ - თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე

სკოლები

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე

მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს - დედებს -  სიყვარული და პატივისცემა საკუთარი ნამუშევრებით დაუდასტურე

აქტივობის ფარგლებში,  პედაგოგის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სატრენინგო პროცესში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება