პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი სტუდენტებმა ჩაუტარეს
22-12-2023
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს.
ახლახან, სკოლას საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები სტუმრობდნენ, რომლებსაც მოსწავლეები დიდი სიხარულით შეეგებნენ.
სტუმრებმა, მე-7 კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეს, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებმა გაიზიარეს სტუდენტების გამოცდილება და საგაკვეთილო პროცესიც დადებითად შეაფასეს.
დღე საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა.