სიახლეები
სიახლეები

რას ნიშნავს დილემებით სწავლება - განმარტებები პედაგოგებისთვის
25-12-2023
-
+


თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მასწავლებელი და აქტუალური გახდა ისეთი სწავლება, რომლის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეს ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

მასწავლებელი, რომელიც კონსტრუქტივისტული გაკვეთილის ჩარჩოს ფარგლებში ინტენსიურად იყენებს ინტერაქტიური სწავლების და განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს, მუდმივად ცდილობს – სრულყოს საკუთარი გაკვეთილის კონცეფცია და დიზაინი, რათა ის მოარგოს მოსწავლეთა იმ საჭიროებებს, რომელიც მათ დაეხმარება ტრანსფერული უნარების განვითარებაში. იმ უნარების, რომელიც მოსწავლეებს რეფლექსური და გადაწყვეტილების მიღებისკენ ორიენტირებული ქცევისთვის განაწყობს.

სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ამა თუ იმ თემის სწავლებისას შესასწავლი საკითხის ცხოვრებისეულ პრობლემებთან დაკავშირება, ცხოვრებისეული კონტექსტის მქონე შემთხვევების განხილვა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება თანამედროვე გაკვეთილის დიზაინისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი კომპონენტები გახდა, რადგან ასეთი ტიპის სწავლების დროს მოსწავლეები, რეალური ცხოვრებისეული პრობლემების კვლევის გზით, იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომელიც მათ მთელი სიცოცხლე წარმატების მისაღწევად გამოადგებათ.

იმისათვის, რომ მოსწავლემ წარმატებულად და ეფექტიანად შეძლოს ამა თუ იმ საგანში მიღებული ცოდნის ინტეგრირება რეალურ ცხოვრებასთან, მასწავლებელმა სწავლებისას პრაქტიკაში ინტენსიურად უნდა გამოიყენოს – შემთხვევის ანალიზი და დილემებით სწავლება.

სფეროს მკვლევრები ადასტურებენ, რომ შემთხვევის ანალიზი და დილემებით სწავლა მოსწავლისთვის უფრო საინტერესოა, უფრო სახალისოა და ზრდის შესასწავლი საგნისადმი ინტერესს.

მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივების მრავალფეროვანი ინსტრუმენტებია: ამბავი, ბინარული დაპირისპირებები, შემთხვევები, დილემები.

ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემეცნებითი ინსტრუმენტია. სხვადასხვა საკითხზე შეთხზული ან მოძიებული ამბები მოსწავლეებზე დადებითად მოქმედებს, ისინი წარმოსახვის გამოყენებით ახდენენ შესასწავლი საკითხის
გადამუშავებას, გააზრებას.

ბინარული დაპირისპირებები ცოდნის მოწესრიგებისა და კატეგორიებად დაყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტებია. ამგვარ დაპირისპირებას თითქმის ყველა ამბავში ვხვდებით. ყველაზე ძლიერი დაპირისპირებებია: კარგი/ცუდი, უსაფრთხო/საშიში, შეჯიბრი/თანამშრომლობა. ამგვარი დაპირისპირების ფონზე წარმართული სწავლების პროცესი ემოციურია და ზრდის მოსწავლის ჩართულობას.

შემთხვევის ანალიზით სწავლება არის სწავლების აქტიური ფორმა, რომელიც ფოკუსირებულია შემთხვევაზე და გულისხმობს სწავლას კეთებით (Herreid,C.F.2007). შემთხვევები არის რეალური ან გამოგონილი ამბავი (Andersen, E. and Schiano, B. 2014), რომელიც მოიცავს „საგანმანათლებლო გზავნილს“, ნარატივს, მოვლენებს, პრობლემებს, დილემებს, თეორიულ ან კონცეპტუალურ საკითხს, რომელიც საჭიროებს ანალიზს და/ან გადაწყვეტილების მიღებას.

შემთხვევის ანალიზზე დაფუძნებული სწავლება ერთგვარ სიმულაციას უკეთებს რეალურ სამყაროში არსებულ სიტუაციებს და შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს აქტიურად გაუმკლავდნენ რთულ პრობლემებს (Andersen, E. and Schiano, B. 2014, Lundberg, K.O. (Ed.) 2011). სწავლების ეს მეთოდი გამოიყენება სხვადასხვა დისციპლინებში სწავლის გასაუმჯობესებლად და გარდა სასკოლო საგნებისა აქტიურად იყენებენ: სამართალში, ბიზნესში, მედიცინაში და სხვა სფეროებში.

წყარო mastsavlebeli.ge

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება