სიახლეები
სკოლები

„ფინანსური განათლება და ნუმიზმატიკა“- ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
25-12-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო პროექტი თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, მე-3 და მე-5 კლასებთან სასაკოლო პროექტი - „ფინანსური განათლება და ნუმიზმატიკა“ განხორციელდა. საპროექტო ჯგუფში კლასის დამრიგებლები: მაგდა ბაბლომაშვილი და ირინა დათუკიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ ფეიქრიშვილი და ხელოვნების მასწავლებელი - ანა ანდრიაშვილი გაერთიანდნენ. მათ ერთად მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციას გაეცნენ, რომელიც „ფინედუს“ დესპანმა, მასწავლებელმა ანა ანდრიაშვილმა წარუდგინა. 

გარდა ამისა, პროექტის მონაწილეებმა ყვარლის ფულის მუზეუმი მოინახულეს, სადაც მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძველი მონეტების, ბანკნოტების, ეროვნული ბანკის შესახებ.

მოსწავლეებმა, ქართულის მასწავლებლების მითითებით, მოიძიეს ინფორმაცია მონეტებზე, დაამზადეს პოსტერები და სხვა კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს. ისინი, ირინა დათუკიშვილთან ერთად, „ლიბერთი ბანკს“ ეწვივნენ, სადაც ბანკის თანამშრომლებთან დიალოგი გამართეს.

პროექტის დასასრულს „ფინედუსგან“ მრავალფროვანი საჩუქრები მიიღეს.

„მადლობა მხარდაჭერისათვის ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, „ფინედუს“, ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს, ფულის მუზეუმს, ლიბერთი ბანკს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა 

 6 წლამდე ძმები კორპუსში გაჩენილი ხანძარში დაიღუპნენ - შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

რომელი უნივერისტეტები ითხოვენ შიდა გამოცდას და ოტხივე ნაწილის წარმატებით ჩაბარებას მაგისტრობის მსურველებისთვის

როგორ ხდება გამოთვლა თუ რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი იმ ვარიანტში, რომელიც მას არ დაუწერია?  

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება