სიახლეები
სიახლეები

ბედობის საუკუნოვანი ტრადიცია საქართველოში -  რატომ აღინიშნება და რას ნიშნავს ბედობა
02-01-2024
-
+


2 იანვარს საქართველოში ბედობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა ეს ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის.

ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.

ტრადიციის თანახმად, ოჯახები ბედობა დღეს ირჩევდნენ კეთილი გულის და „კარგი ფეხის“ მქონე ადამიანს, რომელიც ოჯახის მეკვლე უნდა ყოფილიყო. ამ დღეს ასევე ცდილობდნენ, რომ არც რაიმე ესესხებინათ და არც გაესესხებინათ.

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება. პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.

ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს - 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ეს დღე არა მარტო მეკვლეზე არ არის დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.

მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის „ძველი სტილის“ კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული „ახალი სტილის“ - რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.

ამ განსხვავებამ, XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13-დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე ცრურწმენებთან არის დაკავშირებული, Etaloni.ge კარგი განწყობის, წარმატების, ბარაქის და ბედნიერების დაბედებას გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება