სიახლეები
სკოლები

„გვიყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ - მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესო პროექტით დაასრულეს
25-12-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროექტით - „გვიყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები“ დაასრულეს. დავალება მათ  არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ბიჭი და ძაღლის“ შესწავლის შემდეგ, მასწავლებლის - ლენა უგულავას ხელმძღვანელობით შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოთხრობის დასასრულმა დიდი ტკივილი გამოწვია მოსწავლეებში, მათ დაგმეს მუკოსა და ოთხი მოძალადე ბიჭის ქმედება და თანაგრძნობითა და ემპათიით განაწყვეს ოთხფეხა მეგობრების მიმართ.

ბავშვებმა ბევრი აქტივობა შეასრულეს. მათ წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ და უყურეს ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმს.

მოსწავლეებმა ასევე შექმნეს ნახატები, კომიქსები, მოიძიეს ინფორმაციები ძაღლებზე, დაწერეს ესეები და გადაიღეს თავიანთ ძაღლებთან ფოტოები.

„თითოეული მათგანი დიდი სიყვარულით საუბრობდა თავის საყვარელ ძაღლზე. მოსწავლეებმა კარგად გაითავისეს ის, რომ ძაღლი სულიერი არსებაა და მას ადამიანზე მეტად შეუძლია ერთგულება და თანაგრძნობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა გაკვეთილის დასასრულს მოაწყვეს ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ასეთი პროექტები ბავშვებს აჩვევს დამოუკიდებელ, შემოქმედებით მუშაობას, უყალიბებს ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარ-ჩვევებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა 

 6 წლამდე ძმები კორპუსში გაჩენილი ხანძარში დაიღუპნენ - შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

რომელი უნივერისტეტები ითხოვენ შიდა გამოცდას და ოტხივე ნაწილის წარმატებით ჩაბარებას მაგისტრობის მსურველებისთვის

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება