სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

საშობაო ლექსები მოსწავლეებისთვის
04-01-2024
-
+


საქართველოში 7 იანვარს უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - შობას აღნიშნავენ. ამ მნიშვნელოვან დღეს არაერთი ნაწარმოები მიძღვნია. ჩვენ მოვიძიეთ რამდენიმე საბავშო საშობაო ლექსი, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს სხვადასხვა ზეიმსა თუ ღონისძიებაზე გამოადგებათ.


შობის ღამე (სოსო ნადირაძე)

ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ, 
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა 
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...
დააქვს ბალთაზარს მხრებით ოცნება, 
გადმოსავლელი ზღვა და მთებია, 
ისე შეიკრეს სუნთქვა ბოსლებმაც, 
თითქოს სასწაულს ელოდებიან...
სხვანაირია მწყემსების ზეცაც, 
ლოდინისაგან გზაც კი მოკლდება, 
არ შეგეშინდეთ, დღეს ყველა დედას, 
მუცელში ჩვილი გაუტოკდება...
ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ, 
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც, 
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა 
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...

შობა (აკაკი წერეთელი)

აღმოსავლეთით გამოჩნდა
ვარსკვლავი „სჯულის ცნობისა“,
ჯერ უნახველი კაცთაგან,
უცნაურ სხივოსნობისა!
გაჰკვირდენ ვარკვლავთ მრიცხველნი,
ვერ მისწვდა მათი გონება...
ინიშნეს მხოლოდ მოგვებმა
და იგრძნეს უფლის მონება.
ჰფიქრობდნენ ქვეყნის მპყრობელის
ამ ქვეყნად დაბადებასა;
თან მიჰყვნენ ვარსკვლავს მიმავალს,
ჰგალობდნენ ქებათ-ქებასა.
გაჩერდა ბეთლემს მნათობი,
ქვაბზე სხივები დაჰფინა,
სთქვეს მოგზაურთა: „აქ არის
ახალშობილის, სჩანს, ბინა!“
შევიდენ, ნახეს მწოლარე
ბაგაში საკვირველი ყრმა;
ნაცვლად „მზე შინას“ ისმოდა
ანგელოზთ საამური ხმა!
ხედავენ ღარიბ სახვევში...
არსად სჩანს ხოჭიჭ-აკვანი!..
დაემხვნენ მის-წინ მორჩილად,
სასოებით სცეს თაყვანი.
ოქრო, გუნდრუკი და მური
შესწირეს ახალშობილსა,
და უგალობდენ სიმდაბლით
საგალობელსა წყობილსა.
„დიდება ყოვლის შემოქმედს!
დიდება მისა მცნებასა!..
დიდება ქვეყნად მაცხოვრის
ხორციელ მოვლინებასა!..“

საშობაო (ედუარდ უგულავა) 

ოცდახუთსა დეკემბერსა
ქრისტე იშვა ბეთლემსა.
შენ გელოდა ეს ქვეყანა,
შენ მაღალს და შენ ერთსა!..
თოვლი მოდის და ზეციდან
მადლი გვათოვს სიცოცხლის,
თუ ჩვილ უფალს ღვთისმშობელი
კეთილ თვალებ გიკოცნის?!.
ო, უფალო, კაცის ცოდვილ
სულის შველად მოსულო,
-ქრისტე იშვა!
-ქრისტე იშვა!
საქართველო ლოცულობს!
საშობაო იავნანა (ინგლისური საშობაო ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

იავ-ნანა, ვარდო-ნანა,
იავ- ნანინაო!
შობის ლამაზ ვარსკვლავებმა
გაანათეს ცაო!
ანგელოზნი ზარებს რეკენ,
ციდან მოისმაო.
ფერად-ფერადი სიზმრები
თვალს დაგეფინაო,
დედიკოს ტკბილმა ამბორმა
ღრმად ჩაგაძინაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა,
იავ-ნანინაო!
ფეხაკრეფით მოდის ღამე-
შობა დამდგარაო!
დაგებედოს, პაწაწინავ,
ღმერთის წყალობაო,
სიკეთე და სიყვარული,
ავის დაჯაბნაო!
ნანა, ჩემო სიცოცხლეო ,
იავ-ნანინაო!

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება