სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო მწერალს მისივე ნაწარმოების ინსცენირებით უმასპინძლეს
25-12-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში წიგნიერი მოსწავლეები იზრდებიან. მოწაფეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მათი მხატვრული ლიტერატურით დაინტერესების მიზნით არაერთ ღონისძიებას ატარებენ. 

ახლახან ბავშვებმა ქართველ პოეტს, საბავშვო მწერალსა, მთარგმნელს - მარიამ წიკლაურს უმასპინძლეს. მოსწავლეები სასურველი სტუმრის წინაშე მისივე ნაწარმოების ინსცენირებით წარდგნენ და საყვარელ ავტორზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინეს. 

მარიამ წიკლაური შთაბეჭდილებებს სოციალური ქსელის საშუალებით გვიზიარებს.

„დღეს, დავასრულე 2023 წლის შეხვედრები სკოლებში. საქართველოს საპატრიარქოს წმ ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მიმასპინძლეს პედაგოგ მარი თაბაგარის ინიციატივით. პირველმა კლასელებმა მარი მასწავლებლის არაჩვეულებრივი პიესა წარმოადგინეს, რომელიც „ჩემი აფრიკელი ბებიას“ სასცენო ვერსია აღმოჩნდა. ვერ წარმოვიდგენდი ასე პატარა ბავშვებს ამდენი თუ შეეძლოთ, თითქმის საათიანი წარმოდგენა გამართეს, უამრავი ლექსით, სიმღერით დამშვენებული. მარი მასწავლებელი არის მათი რეჟისორიც, სცენარისტიც, სცენოგრაფისტიც. ისეთი კარგი ბავშვები გავიცანი. მშობლებიც გვესწრებოდნენ, ავტოგრაფებიც დავარიგეთ, მერე კი მეოთხე კლასში გადავინაცვლეთ. იქ უკვე დიდი მკითხველებივით მესაუბრნენ „ჩემს აფრიკელ ბებიაზე“. აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ქვის ტროლად გადაქცევის ამბავი, ან რატომ ავირჩიე აფრიკის კონგო და არა სხვა ქვეყანა, რამდენ ხანში დავწერე ეს წიგნი, როგორ ვქმნი ამ სიტყვათა ახალ კომპოზიტებს და უამრავი რამ. ყველა შეხვედრის მერე ის მახარებს, რომ ბავშვები კითხულობენ წიგნებს, არიან ძალიან გონიერები, ფიქრობენ, აზროვნებენ და მზად არიან სამყაროდან სიკეთის მისაღებად და გასაცემადაც. მადლიერებით ვარ სავსე მთელი სკოლის მიმართ. როგორი გულთბილი დახვედრა მომიწყვეს სკოლის მესვეურებმა, როგორ უვლიან თავიანთ სკოლას, მოსწავლეებს და რა კარგი მასწავლებლები ჰყავთ. მადლობა, დღევანდელ ჩემს მასპინძლებს, ბავშვებს და ყველას ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.

ასევე მინდა ჩემს მკითხვლს გავუზიარო სიხარული, რომ სულ მალე „ჩემი აფრიკელი ბებიას“ ( გამომცემლობა პალიტრა L) რეპრინტი დაიბეჭდება:) ეს უკვე წიგნის გამარჯვებაა!

მარი მასწავლებელო, თქვენ განსაკუთრებული მადლობა ამდენი შრომისთვის და სიხარულის ჩუქებისთვის! ბედნიერი ახალი წელი, ჩემო ახალო მეგობრებო!“,- წერს მწერალი სოციალურ ქსელში. 

ფოტო: მარიამ წიკლაურის facebook-გვერდი


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა 

 6 წლამდე ძმები კორპუსში გაჩენილი ხანძარში დაიღუპნენ - შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

რომელი უნივერისტეტები ითხოვენ შიდა გამოცდას და ოტხივე ნაწილის წარმატებით ჩაბარებას მაგისტრობის მსურველებისთვის

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება