სიახლეები
სკოლები

„კოდირება ღრუბლებში“- თელავის N5 საჯარო სკოლის VI კლასში საინტერესო სასწავლო-კვლევითი პროექტი განხორციელდა
26-12-2023
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიება იმართება. 

სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდნენ. კვირეულის დევიზია: „ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!“

ამასთან დაკავშირებით, VI კლასში 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა მარიამ ზაქარიაშვილმა სასწავლო-კვლევითი პროექტი, ტექნოლოგიების მიმართულებით, - „კოდირება ღრუბლებში“ განახორციელა. პროექტის ძირითადი მიზანი ალგორითმული აზროვნების ჩამოყალიბება იყო. სასწავლო პროექტი წარიმართა ოთხ ეტაპად.

ის მოიცავდა თემატურად დალაგებულ მეცადინეობებს, რომლებიც, თავის მხრივ, შემდეგ პრაქტიკულ დავალებებს, ტესტებს, შემოქმედებით დავალებებს აერთიანებდა:

  • გრაფიკული პროგრამირება ქაღალდზე (აქტივობა უკომპიუტეროდ);
  • ცხოვრებისეული ალგორთმები (აქტივობა უკომპიუტეროდ);
  • ლაბირინთი: თანამიმდევრობა;
  • მხატვარი: თანმიმდევრობა;
  • ჩაციკლვა (აქტივობა უკომპიუტეროდ);
  • ლაბირინთი: ციკლები;
  • მხატვარი: ციკლები;
  • ფუტკარი ციკლები;
  • ესტაფეტა პროგრამირება;
  • ფუტკარი: შეცდომების გამოსწორება;
  • მხატვარი: შეცდომების გამოსწორება;
  • პირობითი ბრძანებები;
  • ფუტკარი: პირობითი ბრძანებები;
  • ორობითი სამაჯურები;
  • დიდი მოვლენა (აქტივობა უკომპიუტეროდ);
  • Flappy;
  • თამაშების ლაბორატორია: ისტორიის შექმნა;
  • თქვენი ციფრული ნაკვალევი (აქტივობა უკომპიუტეროდ);
  • მხატვარი: ჩასმული ციკლები.

პროექტის დასასრულს, 2023 წლის 18 დეკემბერს, ღრუბლოვან სივრცეში, მოსწავლეთა შედეგების ფინალური პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეები აღწერდნენ დავალების შესრულების ალგორითმს. მსჯელობდენ, რა გაუჭირდათ და რა გაუადვილდათ. როგორ დაეხმარათ ციკლი ალგორითმის შესრულებაში. როგორ ახდენდნენ ალგორითმის ოპტიმიზაციას.

სასწავლო კვლევითი პროექტის დახურვას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე, სასწავლო დარგში - ნათია თათულიშვილი, რომელმაც მოსწავლეებს  წარმატებები უსურვა კომპიუტერულ სამყაროში და საზეიმოდ გადასცა ონლაინ მინიჭებული სერტიფიკატები.სასწავლო კვლევითი პროექტი სკოლის ადმინისტრაციის და მოსწავლეთა მხრიდან შეფასდა დადებითად.

„მოსწავლეებმა ღრუბლოვან სივრცეში, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაიარეს ალგორითმების აგების ზოგჯერ მარტივი და ზოგჯერ რთული დავალებები. მაგრამ მუშაობდნენ მტკიცედ, შეუფერხებლად. ისინი მიზანდასახულად მიდიოდნენ შედეგების მისაღწევად. გაიარეს პროექტის ყველა ეტაპი. მოსწავლეთა პროგრესზე დაკვირვებამ დაადასტურა მოსწავლეთა მზაობა კოდირების შესწავლისას სწავლების დაწყებით საფეხურზე.
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან ყოველი წლის დეკემბრის თვეში აღინიშნება, მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.  2023 წელს  საგანმანათლებლო კვირეულში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჩართული იყო მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა საყურადღებოდ - 2024-2025 სასწავლო წლის სახელმწიფო გრანტი დამტკიცდა

მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა 

 6 წლამდე ძმები კორპუსში გაჩენილი ხანძარში დაიღუპნენ - შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

რომელი უნივერისტეტები ითხოვენ შიდა გამოცდას და ოტხივე ნაწილის წარმატებით ჩაბარებას მაგისტრობის მსურველებისთვის

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება