სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ააციმციმეთ ნაძვის ხე და მოკალათდით გემრიელად - 5 საახალწლო ანიმაცია, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს 
03-01-2024
-
+


ახალი წლის დღესასწაულს ყველა დიდი იმედებით ელის, განსაკუთრებით პატარები, რომლებისთვისაც ეს დღესასწაული ანიმაციურ ისტორიებთან და ჯადოსნურ თავგადასავლებთანაა გაიგივებული. 

დღეს გაგიზიარებთ 5 საახალწლო ანიმაციას, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს, მაშ ასე ააციმციმეთ ნაძვის ხე და მოკალათდით გემრიელად! 

ვინი პუჰის ბედნიერი შობა


როგორ ხვდება ყველასთვის საყვარელი ვინი პუჰი შობის დღესასწაულს და როგორია ახალი წელი მის სამყაროში? - ანიმაცია, რომელიც საყვარელ გმირს მეტად დაგვაახლოვებს და საახალწლო განწყობას აგვიმაღლებს

ჯადოსნური შობა მიკისთან


არანაკლებ საყვარელი გმირია მიკი მაუსი, რომელთან ერთადაც ახალი წლის დღეების გატარება ნამდვილად დარჩება წარუშლელ მოგონებად, ზღაპრულ თავგადასავლად და ანიმაციად, რომელიც ახალი წლის ჯადოსნურობაში დაგვარწმუნებს.

მადაგასკარის პინგვინები: ძარცვა შობას 


ზამთარი და თოვლი პინგვინების გარეშე ვის წარმოუდგენია? განსაკუთრებით მადაგასკარის პინგვინების გარეშე, არც ახალი წელი იქნება ჯადოსნური თუ „ძარცვა შობას“ არ ნახეთ. ანიმაცია, რომელიც ენდორფინებს - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონებს გაგიღვიძებთ

გაყინული


ახალი წელი, სიხარული, სევდა, ბედნიერება, ოცნებების მორევი, ჯადოსნობა და სიყვარული - ანიმაცია, რომელიც ყველა გრძნობას ერთდროულად განგაცდევინებთ.  

ჩარლი ბრაუნის შობა 


ისტორია ჩარლიზე მოგვითხრობს, ბიჭზე, რომელიც შობის მთავარ არსს დაეძებს... რა გზას გადის, როგორ მიდის ჭეშმარიტებამდე და იპოვის თუ არა შობის სასწაულს? - ამის გასაგებად, თბილად მოკალათდით ტელევიზორთან და მოემზადეთ დაუვიწყარი ისტორიის მოსაძებნად. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება