მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს.
საპრეზენტაციო თემა - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა“, გახლდათ. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია, ხელოვნების მასწავლებლის ცოღიკ კარსლიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს: თუ რა არის კულტურა? და რა კულტურა დაგვრჩა ჩვენი წინაპრებისგან?
შეხვედრაზე, მოსწავლეებმა ასევე განიხილეს საქართველოში არსებული თეატრები, მუზეუმები და ძეგლები, რომლებიც გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ჩვენი ქვეყნის წარსულზე, განვიხილოთ კულტურის სხვადასხვა მიმართულებაში გავრცელებული სტილი და ტენდენციები.
შეხვედრა ინტერაქციული, შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
მასწავლებელთა გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...