სიახლეები
სიახლეები

სკოლებისთვის ახალი რეგულაციები ცნობილია - შესასვლელში მინიმუმ 2 ვიდეოკამერა უნდა დამონტაჟდეს
26-12-2023
-
+


საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, როგორიცაა სკოლა, კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარე პერიმეტრზე (შესასვლელთან) ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების (არანაკლებ ორი ვიდეოკამერა) განთავსება სავალდებულო გახდა, - აღნიშნულია ინფორმაცია etaloni.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ახორციელებს ლიცენზირებული, ავტორიზებული, სანებართვო და სარეგისტრაციო დაწესებულებების ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას და ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის გაცემას.

აღნიშნულ დაწესებულებებს განეკუთვნებოდა: აზარტული დაწესებულებები; მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; სესხის გამცემი სუბიექტები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტები; ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები; აფთიაქები; ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები საკომპრესორო სადგურები.

2024 წლის 1 იანვრიდან კი, ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების რაოდენობა, კერძოდ არსებულ ობიექტებს დაემატა: 

კერძო / საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებები;

სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები;

სიგარაბარები;

სავაჭრო ცენტრები;

ბაზარი / ბაზრობა.

დადგენილებითვე განისაზღვრა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური მახასიათებლები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განთავსების წესები.

შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეოკამერა, რომელიც შეესაბამება დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს.

თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.

ვიდეოკამერები უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შენობა-ნაგებობაში შემსვლელი და გამსვლელი პირის დანახვა და იდენტიფიკაცია.

ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა, უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე.

დაწესებულებების ხელმძღვანელი ან სხვა პასუხისმგებელი პირები,  ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმების მოთხოვნის მიზნით, ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის პორტალზე camera.mia.gov.ge.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება