მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების შესახებ კანონში 8 ცვლილება შევიდა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან და მათ შორის პირველია ის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეეცვლება სახელწოდება - 1 იანვრიდან იქნება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“;
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტით, ცალკე განისაზღვრა უცხოელი მოწვეული მასწავლებლის ცნება - ამ პირთა მასწავლებლობის უფლების აღიარება მოხდება სამინისტროს მიერ შემუშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის შესაბამისად და მისი საათობრივი დატვირთვა არ იქნება შეზღუდული;
სამაგიეროდ მოწვეულ მასწავლებლებს განესაზღვრათ, რომ მათი საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს სრული დატვირთვის 50 პროცენტს;
ასევე, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვა შეეძლებათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან, სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.
მორიგი ცვლილების მიხედვით, მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს; სკოლების ავტორიზაციის ვადა ახალი სტანდარტით ავტორიზებული სკოლებისთვის განისაზღვრა ავტორიზაციის მოპოვებიდან 9 წლით;
დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლების ავტორიზაციის დასრულების ვადამ 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გადაიწია;
ასევე, 2024 წლის 1 ივნისიდან გაუქმდება სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი და მის ნაცვლად მოსწავლის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებასა და კონსულტირებას განახორციელებს სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით განხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით