სიახლეები
სკოლები

„საახალწლო მეჯლისი ნაძვის ხეების ხეივანში“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ საშობაო ჟრიამულია
27-12-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ დიდი საახალწლო ჟრიამულია, მოსწავლეთა დიდი ჩართულობით, სკოლის ეზოში შთამბეჭდავი საახალწლო მეჯლისი მოეწყო.

საახალწლო მეჯლისი ლამაზ გარემოში, ღია ცისქვეშ, „ანაბასისის“ ეზოში, ნაძვის ხეების ხეივანში, დაწყებითი საფეხურის კათედრამ გამართა.

ზღაპრულ დღეს, მოსწავლეებისთვის საყვარელი პერსონაჟები ახალისებდნენ, ვის აღარ ნახავდით მწვანე ხეივანში: პატარა სანტებს, ფიფქიებს, პრინცებს, ჯუჯებს თუ  ზღაპრის სხვა გმირებს.

ყველა კლასი თავის მომზადებულ ნომერს მთელი გულით სთავაზობდა მაყურებელს. საერთო მხირულებას და სადღესასწაულო განწობას ქართველი თოვლის ბაბუასა და უცხოელი სანტას  სტუმრობა მეტ ხიბლს მატებდა, მათი როლები კი მე-10 კლასის მოსწავლეებს: სანდრო ვარდოსანიძესა და ნიკა ჩინჩალაძეს ჰქონდათ მორგებული. 

„ახალი წელი ყველასათვის სანატრელი დღესასწაულია“, -  ასე სჯერათ I კლასის მოსწავლეებს, როგორც თავად აღნიშნეს, ამ დღეს არ უნდა იყოს მოწყენილი სახეები. თავიანთი განწყობა პატარებმა ცეკვით გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ მათ მასწავლებლები; ლოლიტა ნებიერიძე და მეგი დეკანოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

I კლასის მოსწავლეებმა სიმღერაზე - Jingle Bells შეასრულეს შთამბეჭდავი ცეკვა, მასწავლებლების: ლანა ჩუბინიძესა და ნანა ფერაძის ხელმძღვანელობით, მათმა წარმოდგენამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა. 

II კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ქორეოგრაფიული ნომერი მუსიკალური კლიპის - „შოკოლადი“, მიხედვით. მათი ხელმძღვანელი კი, შორენა მუმლაძე გახლდათ. 

II კლასმა თავიანთი ზღაპრული სურვილები, დამსწრე საზოგადოებას მუსიკალური ნომრით გაუმხილეს, გულწრფელმა და შთამბეჭდავმა ნომერმა დამსწრეთა ოვაცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი მარიამ ჭულუაძე გახლავთ.

საერთო მხიარულებას III კლასის მოსწავლეები სიმღერითა და ცეკვით, პედაგოგის - თამარ ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, შეურთდნენ.  

III კლასის მოსწავლეებმა სიმღერაზე - last Christmas, წარადგინეს მუსიკალური ნომერი, პედაგოგის - ნერი გოგნაძის ხელმძღვანელობით. 

IV აკლასის მოსწავლეებმა, საზეიმო განწყობის ასამაღლებლად საახალწლო ფლეშმობით წარადგინეს თოვლის ფანტელების ცეკვა, რომელსაც პედაგოგები: ლოლიტა ნებიერიძე და მეგი დეკანოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

IV კლასის მოსწავლეები ღონისძიება მუსიკალური ნომერით გაამრავალფეროვნეს, რომელიც ესპანურ სიმღერაზე - Feliz Navidat, დაყრდნობით შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგმა - მარიამ ჭულუხაძემ პოლიეთილენის ბოთლებს მეორე სიცოცხლე შთაბერა და ნაირფერად შემოსა ნაძვის ხეები.​

როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ანაბასისის“ ამაღლებულ საახალწლო განწყობას კარგად ასახავს ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ეკატერინე ორბელაძის ვიდეორგოლიც. 

ჯადოსნური გარემო, თემატურ კოსტიუმებში გამოწყობილი, აცეკვებული და ამღერებული მოსწავლეები, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები და ამაღლებული განწყობა - ასე ჯადოსნური ამბებია,  კერძო სკოლა „ანაბასისში“. 

ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაცია დადებითად აფასებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას, დამდეგ შობა - ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით ულოცავს. 

„ალბათ ყველას გახსოვთ ისტორია რატომ აქვს ყოველ ყოველ ქრისტეშობის ღამეს, ნაძვის ხეს უამრავი საჩუქარი უფლისათვის! წინასაახალწლოდ მოირთო და მოიკაზმაანაბასისელი“ ნაძვის ხეები. ბევრი სამკაული მასწავლებლებმა და მოსწავლეეებმა ერთად შექმნეს. ლამაზად მოგვილოცეს ჩვენმა პატარებმა  შობა - ახალ წელი, გვისურვეს  ბედნიერებით, სიხარულით, წრფელი სიყვარულით და ნათელი მომავლით სავსე წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეორგოლი: 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე

მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს

სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით

„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ

თემა მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული პირისთვის, მსმენელი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიტყობს შეხვედრაზე

პიროვნება
სკოლები

„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...


სკოლაში მათ ნაყოფიერ, წარმატებულ სტუდენტობასა და მომავალს უსურვებენ

იკვდილის შემდეგ გელა ჭედია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები უკვე ყველა საგანში ცნობილია

    სკოლაში იმედოვნებენ, რომ ისინი ასეთივე წარმატებით გაივლიან ქართული ენის მომზადების ერთწლიან - 1+4 პროგრამას

    საინტერესო

    გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

    სიახლეები
    საზოგადოება