მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.
25 დეკემბერს, სკოლაში ჩატარდა ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა კლასი და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. უმცროსკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები შესთავაზეს, უფროსკლასელებმა კი - საახალწლო ვიქტორინა - „მრავალჟამიერ, წელო ახალო!“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან - ღონისძიება ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა.
„კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა ალათუმნის სკოლის ისტორიაში. სკოლამ ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა ფასიანი საჩუქრებით და ქების სიგელებით სხვადასხვა ნომინაციაში - „გამარჯვებული გუნდი“, „გუნდის საუკეთესო კაპიტანი“, „ყველაზე ჭკვიანი", „დირექციის რჩეული“, „ყველაზე სწრაფი“, „მაყურებლის სიმპატია“, „ყველაზე პასიური“, „საუკეთესო თამადა“, „საუკეთესო მხატვარი“ და „ჟიურის სიმპატია“.
სკოლის მოწსავლე-მასწავლებლებმა ერთმანეთს ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
სააპელაციო განაცხადების მითება 13 აგვისტოდან დაიწყება - რა უნდა იცოდეთ ნასრომის გასაჩივრებამდე
მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 28 აბიტურიენტმა მიიღო - რომელი დავალების შესრულება გაუჭირდათ აპლიკანტებს
„დამწყებ ტრენერთა ტრენინგის“ მეშვიდე ნაკადის კიდევ ერთ წარმატებული მონაწილე, ქიმია-ბიოლოგიის უფროსი პედაგოგი - ლალი სოხაძე გახლავთ
„სკოლის ერთ კურსდამთვარებულ მერცხალს ვულოცავთ ეროვნული გამოცდების ჩაბარებას“...